support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • English for Work

English for Work

Get ready for a challenging and fun course to help you become work ready for an English speaking environment. How to network, talk on the phone, gossip by the water-cooler, negotiate and talk using real English used every day in the workplace!

მიზნობრივი აუდიტორია: კურსი განკუთვნილია ყველა პროფესიის მსურველისთვის კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, რომელთა ყოველდღიური პროფესიული საქმიანობა მოითხოვს ინგლისური ენის ეფექტურად გამოყენებას. 

კურსის მიზანი: კურსი შესაძლებელს ხდის მსმენელთა საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობას, საგრძნობლად აუმჯობესებს კოლეგებსა და კლიენტებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას. ინგლისურენოვანი ფაკულტეტების სტუდენტებს უმარტივებს დარგის საფუძვლიანად შესწავლის პროცესს, სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გამოამჟღავნონ პროფესიული დონე საერთაშორისო ასპარეზზე. კურსი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის სფეროში ზოგადი ცნობიერების ამაღლებას. 

მეთოდი/მასალა: ლექციები არის ინტერაქტიური, მოითხოვს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას. მასწავლებელი ითვალისწინებს ყველა მსმენელის პროფესიას თითოეულ ჯგუფში და შესაბამისად მოაქვს დამატებითი მასალა. 
შეისწავლება ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. გამოიყენება სახელმძღვანელოები English File და Market Leader, აუდიო/ვიდეო მასალა, პროფესიული  და ბიზნეს ინგლისურის ტერმინოლოგია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება მეტად თავდაჯერებულად გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 

  • კურსის მთავარი საკითხები:
    Networking and chit chat
    Negotiations creating win-win
    Customer service and expectations 
    Polite refusal 
    Complaint handling
    Workplace terminology and titles
    Inbound and outbound calls
    Letter writing 
    Work place dialogues
    Business trips
    Presentations
     
    Curriculum Vitae/ Resume and Human Resources
    Internal and external sales/ advertising 

კურსს უძღვება: 

მაქს კენედი, ამერიკის შეერთებული შტატები - ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში; მრავალწლიანი გამოცდილება მთარგმნელობით და პედაგოგიურ საქმიანობაში, მათ შორის: მომავლის სკოლა, ქართულ-კანადური სკოლა, California Adams College, Los Angeles, CA, Musicians Institute, Hollywood, CA. განათლება: B.A. Anthropology, University of South Alabama, M.A. Ethnographic Studies, University of Mexico

ჯეიმს ფერნი, ავსტრალია - განათლება: Linguistics MA, The University of New England UNE, TESOL 120 hour certificate; სამუშაო გამოცდილება: ინგლისური ენის სწავლების 11 წლიანი გამოცდილება - IELTS, Business, Aviation and Medical English. Director of Studies - British Academic Centre Krasnodar, Russia; Teacher trainer - McMillan publishing Uzbekistan.  


დონეები: საშუალო (Intermediate), მაღალი საშუალო (Upper Intermediate), უმაღლესი (Advanced)
ხანგრძლივობა:
 3 თვე, კვირაში სამჯერ, 1 საათი და 30 წუთი
ფასი: 180 ლარი თვეში
ჯგუფში მაქსიმუმ 7 ადამიანი.
მთლიანი კურსის ღირებულების ერთიანად გადახდის შემთხვევაში: 450 ლარი 540-ის ნაცვლად

  • ყველა მსმენელი ხდება One World Students - ჯგუფის წევრი, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამებზე და პროფესიულ კურსებზე და სხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებს.
  • კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • დასწრება სავალდებულოა გაკვეთილების მინიმუმ 75% -ზე

  

კურსზე ჩასაწერად აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე (Intermediate) ფლობა. ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი

კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge