support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • ინგლისურის კურსები ონლაინ
  • ზოგადი ინგლისურის დისტანციური კურსი

ზოგადი ინგლისურის დისტანციური კურსი

მიზნობრივი აუდიტორია: განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია.


სამუშაო მეთოდისა და სწავლების პროცესის აღწერილობა:

კურსის განმავლობაში იფარება ერთი სრული დონე.  კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება თავდაჯერებულად გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 
კურსს უძღვებიან ქართველი და უცხოელი მასწავლებლები. კვირაში ორი გაკვეთილი ეთმობა ენის შესწავლისათვის სავალდებულო ყველა ასპექტს. სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა-განმარტებით და საკვანძო საკითხების ანალიზით, გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე, მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა, სავარჯიშოები ხელს უწყობს კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას.

კვირაში ერთი გაკვეთილი ეთმობა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას. გაკვეთილს ატარებს უცხოელი (native speaker) მასწავლებელი. 


ჯგუფური ონლაინ გაკვეთილები ტარდება ვირტუალურ საკლასო ოთახში, Zoom, Skype Business ან Google Meet - ის გამოყენებით.
One World ირჩევს სწავლების კოოპერატიულ მეთოდს. მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებაა. სტუდენტების მეტყველება სწრაფად იხვეწება და უცხო ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი. ინტერაქტიური გაკვეთილის მიმდინარეობა შედგება 4 საფეხურიანი ციკლისგან: სწავლება, ჯგუფური მეცადინეობა, ტესტირება, შეფასება.

 სწავლება იწყება მასალის პრეზენტაციით, ახსნა განმარტებებით და საკვანძო საკითხების ანალიზით
 გრამატიკული ასპექტების განხილვა ხდება პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით
 მიმდინარეობს ტექსტების დამუშავება და მოკლე განხილვა
 სავარჯიშოები მიზანმიმართულია კითხვის, წერის და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად

შეისწავლება ინგლისური ენის ყველა ასპექტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა, გრამატიკა. გამოიყენება სახელმძღვანელო English File. 
იმისთვის რომ სწავლების პროცესი უფრო სახალისო იყოს, დროდადრო პროგრამაში ჩართულია ვიდეო/აუდიო მასალა.  
 
სპეც კურსი: ზოგადი ინგლისური + English for Work - კვირაში ორი დღე ზოგადი ინგლისურის კურსი ქართველ მასწავლებელთან და ერთი დღე English for Work ამერიკელთან.
 


კურსს უძღვებიან:

ნინა სამარგულიანი - ინგლისური ენის ფილოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი. განათლება მიღებული აქვს საქართველოში, უნგრეთში და იტალიაში. აქვს 13 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, ფლობს TESOL - ის სერტიფიკატს. აქვს მრავალწლიანი გამოცდლება ყველა დონის და ასაკის სტუდენტებთამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ასწავლის ზოგად ინგლისურს, პროფესიულ ინგლისურს, გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებს: PET, FCA, CAE, TOEFL, IELTS.

მაქს კენედი - ამერიკის შეერთებული შტატები - ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში; მრავალწლიანი გამოცდილება მთარგმნელობით და პედაგოგიურ საქმიანობაში, მათ შორის: მომავლის სკოლა, ქართულ-კანადური სკოლა, California Adams College, Los Angeles, CA, Musicians Institute, Hollywood, CA. განათლება: B.A. Anthropology, University of South Alabama, M.A. Ethnographic Studies, University of Mexico

სალომე მამასახლისი - 8 წელი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში; აქვს როგორც კერძო პედაგოგიური ასევე საჯარო სკოლაში სწავლების გამოცდილება. განათლება: University of Westminster

ქეთი ბურძენიძე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი; TEFL და CELTA სერტიფიცირებული პედაგოგი, 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, როგორც საქართველოში ასევე შუა აღმოსავლეთში. ასწავლის ზოგად ინგლისურს და ასევე ინგლისურს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით.

იოჰანნ ჰენდრიკ კრიტზინგერ - TESOL სერტიფიცირებული მასწავლებელი სამხრეთ აფრიკიდან; კავკასიის უნივერსიტეტის და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. იოჰანის მრავალმხრივი ინტერესები და დიდი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოს ხდის გაკვეთილებს - ბუნების დაცვა, ეკოლოგია, აგროტურიზმი, ტურიზმი, მედიცინა, კომპიუტერული მეცნიერებები და მრავალი სხვა. განათლება: Tshwane University of Technology, South Africa. 

 

ხანგრძლივობა: 3 თვე
კვირაში 3 დღე, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ

დონე: დაბალი საშუალო (Pre-intermediate)საშუალო (Intermediate), მაღალი საშუალო (Upper Intermediate) ან უმაღლესი (Advanced)
ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი


სრული კურსის ღირებულება ერთიანად გადახდის შემთხვევაში: 630 ლარი (750-ის ნაცვლად)
ან თვეში: 250 ლარი
გადახდა ხდება ერთიანად, პირველი გაკვეთილის შემდეგ. პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. 
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 7

ფასი მოიცავს: One World-ის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს და სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას (English File)

 

კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით

 

 
 
 
 
 

 

 

 

 
 
 
 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge