support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • ზაფხული ბუდაპეშტში

ზაფხული ბუდაპეშტში

One World + Berlitz Summer School in Budapest

 
დაუვიწყარი ზაფხული მოზარდებისთვის ბუდაპეშტში! One World-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის განმავლობაში, ბავშვები ეწვევიან ევროპის ორ დედაქალაქს - ბუდაპეშტს და ვენას. ბავშვები მოინახულებენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქის, ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებს, გაისეირნებენ მდინარე დუნაიზე გემით, ეწვევიან მუზეუმებს და სამეცნიერო ცენტრს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტში და დაესწრებიან შემეცნებით ლექციებს.  ასევე პროგრამის დამატებით აქტივობებში შედის ვიზიტები ციფრულ მუზეუმში და ბუდაპეშტის თერმულ აუზზე.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის, Berlitz-ის ზოგადი ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს STEM კომპონენტთან ერთად.
1878 წელს დაფუძნებული ბერლიცის სკოლას აქვს 550 ფილიალი მსოფლიოს 70 ქვეყანაში. ბერლიცის მეთოდი  დაფუძნებულია ენის აღქმის ფენომენზე, როდესაც უცხო გარემოში მოხვედრისას ადამიანს შეუძლია მოკლე დროში ისწავლოს აზრების სწორად და გრამატიკულად სწორად გამოხატვა.
მცირე ზომის ჯგუფებში (4-6 ბავშვი) გადანაწილება ხდება ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით. გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული უცხოელი (Native Speaker) მასწავლებლები. ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და ეზიარონ უცხო ქვეყნის კულტურას.

ასაკი: 12 - 18
ხანგრძლივობა: 2 კვირა
თარიღები: 18.08.2024 - 31.08.2024
ფასი: 1550 ევრო

პროგრამა მოიცავს:

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით A&O Hotel Budapest
  • ვიზიტს ვენაში
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • კომფორტული ავტობუსით მგზავრობა ბუდაპეშტი-ვენა-ბუდაპეშტი
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს ბუდაპეშტში ყოფნის პერიოდში

სასწავლო პროგრამას:

  • English + STEM ზოგადი ინგლისური ენის გაკვეთილებს და დამატებით სასწავლო მასალას ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი STEM (Science, Technologies, Engineering and Math) - ის მიმართულებით  (დღეში 3 საათი)
  • ლექცია თემაზე „სწავლა უნგრეთში - პროფესიის არჩევა და ჩარიცხვის პროცედურა“
  • სასწავლო მასალას
  • დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატებს

კულტურულ/შემეცნებით პროგრამას:

  • საორიენტაციო პროგრამა
  • ბუდაპეშტის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება, ტურისტული გიდის მომსახურება:
    Buda Castle, Heroes Square, Vajdahunyad Castle, Basilica, the House of Parliament, Váci Fashion Street etc.
  • სახალისო თამაშებში და აქტივობებში ჩართვა გიდთან და კოორდინატორებთან ერთად
  • სამაგიდო თამაშების და კარაოკეს დღეები 
  • მდინარე დუნაის ტური 
  • მუზეუმებში/საგამოფენო დარბაზში ვიზიტი გიდის მეთვალყურეობით - Vigado Concert Hall, Museum of Ethnography 
  • ვიზიტი სამეცნიერო ცენტრში Csopa Science Center
  • კუნძულ მარგარეტის ტური: მინი ზოოპარკის, იაპონური და ვარდების ბაღის მონახულება და გასართობი აქტივობები.
  • “ბავშვთა რკინიგზით” მგზავრობა და ნორმაფას პარკში გასეირნება, ბუდაპეშტის უმაღლესი წერტილის, იანოშეგის მონახულება. ეს არის უნიკალური მატარებელი, სადაც ყველა მომსახურე პერსონალი არის ბავშვი, მძღოლის გარდა
  • ვენა: ქალაქის ერთ დღიანი ტური Old Vienna and Modern Vienna პროფესიონალი გიდის თანხლებით, რომლის განმავლობაში ბავშვები მოინახულებენ ისეთ ღირშესანიშნაობებს, როგორიცაა Opera House, Museum Quarter, Hofburg Palace, Parliament, Town Hall, Schönbrunn Palace, Belvedere Palace

  • დამატებით:
    Light Art Museum Budapest 
    Thermal Baths 
    ან/და სხვა ფასიანი აქტივობები

* საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია.

*თანხა არ მოიცავს ავიაბილეთს და სამოგზაურო დაზღვევას.

*ტურისტული და გასართობი პროგრამა შექმნილია სპეციალურად ჯგუფისთვის პროფესიონალი გიდის და კოორდინატორის მეთვალყურეობით.
*კოორდინატორის მეთვალყურეობის გარეშე მონაწილეებს ეკრძალებათ სასტუმროს და სკოლის დატოვება, ასევე ტურის და ტრანსპორტირების დროს ინდივიდუალური გადაადგილება.

 2022 და 2023 წლის ზაფხულის შთაბეჭდილებები

 

 

 

 

 

 



 

 

 2022 წლის ზაფხულის პროგრამის ნიმუში:

(2023 წლის პროგრამა დაზუსტდება ივნისში)

 

 

საცხოვრებელი და სკოლა

 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 
 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 

 

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge