support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • ზამთარი ბუდაპეშტში

ზამთარი ბუდაპეშტში

One World Winter School - Christmas in Budapest

 
დაუვიწყარი ზამთრის სკოლა მოზარდებისთვის ბუდაპეშტში! One World-ის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის განმავლობაში, ბავშვები დაესწრებიან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის, Berlitz-ის ინგლისური ენის ინტენსიურ გაკვეთილებს, სხვადასხვა საშობაო და საახალწლო აქტივობებს (საშობაო ბაზარი, კონცერტები და სხვა). მოინახულებენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის, ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებს, გაისეირნებენ მდინარე დუნაიზე გემით და ისრიალებენ საციგურაო მოედანზე ქალაქის ცენტრში. ბავშვები ეწვევიან მუზეუმებს და სამეცნიერო ცენტრს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტში, დაესწრებიან შემეცნებით ლექციებს, 5D, 9D და წრიული კინოთეატრის ჩვენებებს. ასევე პროგრამის დამატებით აქტივობებში შედის ვიზიტები უნგრეთის სათხილამურო კურორტზე და ბუდაპეშტის ცნობილ სამკურნალო თერმულ აუზზე.

სკოლის შესახებ:

1878 წელს დაფუძნებული ბერლიცის სკოლას აქვს 550 ფილიალი მსოფლიოს 70 ქვეყანაში. ბერლიცის მეთოდი დაფუძნებულია უცხო გარემოში მოხვედრისას ენის აღქმის ფენომენზე, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას მოკლე დროში ისწავლოს აზრების სწორად, გრამატიკული შეცდომების გარეშე გამოხატვა.
მცირე ზომის ჯგუფებში (4-6 ბავშვი) გადანაწილება ხდება ასაკისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით. გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიცირებული უცხოელი (Native Speaker) მასწავლებლები. ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ იურთიერთონ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და ეზიარონ უცხო ქვეყნის კულტურას.

 

ასაკი: 13 - 18
ხანგძლივობა: 11 დღე
დაწყების თარიღი: 20.12.2022 - 30.12.2022
ფასი: 1100 ევრო

პროგრამა მოიცავს:

  • საცხოვრებელს ორჯერადი კვებით (საუზმე, სადილი) A&O Hostel Budapest
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს ბუდაპეშტში ყოფნის პერიოდში
  • SIM-ბარათს 

სასწავლო პროგრამას:

  • ინგლისური ენის გაკვეთილებს (დღეში 3 საათი)
  • სასწავლო მასალას
  • დონის დასადგენ ტესტს
  • შესაბამის სერტიფიკატებს

კულტურულ/შემეცნებით პროგრამას:

  • საშობაო/საახალწლო ღონისძიებებზე დასწრება Budapest Traditional Christmas Markets, Concerts etc.
  • ბუდაპეშტის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება, ტურისტული გიდის მომსახურება:
    Buda Castle, Heroes Square, Vajdahunyad Castle, Basilica, the House of Parliament, Váci Fashion Street etc.
  • სახალისო თამაშებში და აქტივობებში ჩართვა გიდთან და კოორდინატორებთან ერთად
  • სამაგიდო თამაშების და კარაოკეს დღეები 
  • მდინარე დუნაის ტური 
  • მუზეუმებში/საგამოფენო დარბაზში ვიზიტი გიდის მეთვალყურეობით - Vigado Concert Hall, Museum of Ethnography 
  • ვიზიტი სამეცნიერო ცენტრში Csopa Science Center
  • სრიალი საციგურაო მოედანზე
  • საშობაო ღონისძიება 
    დამატებით
  • ვიზიტი სასრიალო კურორტზე ბუდაპეშტთან ახლოს (არჩევით, ადგილი დაზუსტდება ნოემბრის ბოლოს, +80 ევრო)
  • ვიზიტი თერმულ აბანოში (არჩევით, +20 ევრო)

თანხა არ მოიცავს ავიაბილეთს, მესამე კვებას, სამოგზაურო დაზღვევას, სათხილამურო კურორტის ხარჯებს (არასავალდებულო).

* საცხოვრებელში და სასრიალო კურორტზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია.
* ტურისტული და გასართობი პროგრამა შექმნილია სპეციალურად ჯგუფისთვის პროფესიონალი გიდის და კოორდინატორის მეთვალყურეობით.
*კოორდინატორის მეთვალყურეობის გარეშე მონაწილეებს ეკრძალებათ სასტუმროს და სკოლის დატოვება, ასევე ტურის და ტრანსპორტირების დროს ინდივიდუალური გადაადგილება.



პროგრამის ნიმუში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განრიგი ცვალებადია. 

 

 

 

 

 

 

 

 

საცხოვრებელი და სკოლა

 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 
 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 

 

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge