support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • მთარგმნელობითი მომსახურება

მთარგმნელობითი მომსახურება

მაღალი ხარისხის მთარგმნელობითი მომსახურება

გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას ინგლისურიდან ქართულად და პირიქით - ქართულიდან ინგლისურად.

  • ლიტერატურული სტატიები, ნაშრომები
  • დოკუმენტები, ნაშრომები სხვადასხვა დარგში: იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია, ლინგვისტიკა, მედიცინა, ტექნოლოგიები. 
  • ვებ-გვერდების თარგმნა

გვყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მთარგმნელობით სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებით. თარგმანის ხარისხი გარანტირებულია.
მომსახურება ხორციელდება დისტანციურად. 
მთარგმნელები:

ლალი ყუშიტაშვილი
 - ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ფილოლოგი, პედაგოგი, მთარგმნელი. მხატვრულ თარგმანებს შორის არის: უილიამ შექსპირი - "ჰამლეტი"; ჯორჯ ორუელი - "1984"; ჯონ სტაინბეკი - "მრისხანების მტევნები"; ივლინ ვო - "ბრაიდსჰედში დაბრუნება"; ხალიდ ჰოსეინის რომანები "მთებმა მთებს უთხრეს" და "ფრანით მორბენალი". 
ნინო ქემერტელიძე - ლინგვისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ათენის განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის აკადემიური წევრი, ევროპის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიის.

ერთი გვერდის ღირებულება - 30 ლარიდან.
ნოტარიული დამოწმებით - 35 ლარიდან.
მომსახურების ზუსტი ღირებულება განისაზღვრება შეფასების შემდეგ.

ატვირთეთ დოკუმენტი შესაფასებლად


სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება ევროპულ ჟურნალებში


ასევე, მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს გავუწევთ დახმარებას ევროპულ ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
მომსახურება მოიცავს სტატიის თარგმნას, სტატიის ფორმირებას მოთხოვნების შესაბამისად, სტატიის გაგზავნასა და გამოქვეყნებას.
მომსახურება ფასიანია. ფასი მერყეობს ქყვეყნებისა და ჟურნალების მოთხოვნის მიხედვით.

სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაცია ტარდება: შაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე.
კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 0322146842.

 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge