support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

  • უცხო ენები
  • ინგლისურის კურსები ონლაინ
  • სასაუბრო ინგლისურის დისტანციური კურსი

სასაუბრო ინგლისურის დისტანციური კურსი

მიზნობირივი აუდიტორია: სასაუბრო ინგლისურის ონლაინ კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი პროფესიული უნარები, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების კორექტულად გადმოცემა, ჩაერთონ განხილვებში, გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე. სასაუბრო გაკვეთილებს უძღვება უცხოელი (native speaker) მასწავლებელი.

კურსის მიმდინარეობის დროს განიხილება საინტერსო თემები. საუბრები წარიმართება მოგზაურობის, განათლების, ურთიერთობების, გართობის, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების შესახებ და სხვა. ყურადღება დაეთმობა ინტერვიუს თქვენს სასარგებლოდ წარმართვის საკითხს, თქვენი კომპეტენციის წარმოჩენას, მოლაპარაკების წარმოებას და სხვა.

Conversation topics:

Nature
Creativity
Future
Health
Travel
Work and Life
Entertainment
Your social circle
Personal History
Phones and Privacy
Technology
New things to try
Free time
Conversation starters etc.


სამუშაო მეთოდი:


ჯგუფური ონლაინ გაკვეთილები ტარდება ვირტუალურ საკლასო ოთახში, Skype Business ან Google Meet - ის გამოყენებით.
One World - ის სწავლების მეთოდის ძირითადი პრიორიტეტი ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებაა. სტუდენტების მეტყველება სწრაფად იხვეწება და უცხო ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი.  
კურსის განმავლობაში გამოიყენება სასწავლო მასალა სხვადასხვა წყაროებიდან. პროგრამაში ჩართულია ვიდეო/აუდიო მასალა.  


კურსს უძღვება:

Fleur Swemmer - TEFL, TESOL სერტიფიცირებული მასწავლებელი ინგლისურის სწავლების 7 წლიანი გამოცდილებით. აქვს ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება საერთაშორისო სკოლებში, კამბოჯაში, ტაილანდში და საქართველოში. მის კომპეტენციაში შედის: IELTS and TOEIC Preparation classes; Conversational English classes; Business English classes.

Nicole Aragonaნიკოლს აქვს უცხოელებისთვის ინგლისურის სწავლების 5 წლიანი გამოცდილება ქუვეითში, სინგაპურში და საქართველოში. ფლობს University of Florida - ს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ფილოლოგიაში და სერტიფიკატებს: TESOL/TESL/TEFL. 

 

ხანგრძლივობა: 2 თვე, 24 საათი
კვირაში 2 დღე, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ

დონე: საშუალო (Intermediate), მაღალი საშუალო (Upper Intermediate) ან უმაღლესი (Advanced)
ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების საფუძველზე. დონის დასადგენად გაიარეთ ონლაინ ტესტი


სრული კურსის ღირებულება: 350 ლარი
ფასდაკლებით, ერთიანად გადახდის შემთხვევაში: 280 ლარი 
გადახდა ხდება პირველი გაკვეთილის შემდეგ. პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. 
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 8

ფასი მოიცავს: One World-ის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს და სასწავლო მასალას

 

კორპორატიული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით

 

 

 
 

 

 

 

 
 
 
 

 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, ი. ჭავჭავაძის 37მ, აქსისის ბიზნეს ცენტრი


support@oneworld.ge