support@oneworld.ge 

+995 32 2 14 68 42

Au Pair - გერმანია

 
 
Au Pair პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს ბავშვებზე ზრუნვა, სურს გაიუმჯობესოს გერმანული ენის ცოდნის დონე და გაითავისოს გერმანული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება.
 
Au Pair იცხოვრებს მასპინძელ ოჯახთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გერმანელები Au Pair - ის როლს ოჯახში აიგივებენ უფროსი დის ან ძმის როლთან. Au Pair ეხმარება ოჯახს შვილებზე ზრუნვაში და სახლის ყოველდღიურ, მსუბუქ საქმეებში. ამის სანაცვლოდ, მასპინძლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ Au Pair - მა თავი იგრძნოს მათი ოჯახის წევრად, მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სახალისო ოჯახურ აქტივობებში, სრულფასოვნად შეიგძნოს გერმანული კულტურა და მაქსიმალურად სასარგებლო გახადოს ევროპაში ცხოვრების პერიოდი.
 
 
პროგრამის დეტალები:
  • ხანგრძლივობა - 12 თვე
  • განთავსება გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ქვეყნის მასშტაბით (მაგალითად: Köln, Hamburg, Berlin, München, Stuttgart, Frankfurt, etc.)
  • გერმანული ენის კურსი
  • განთავსება კეთილმოწყობილ სახლში, სრულად მოწყობილ ოთახში. (Single Room)
  • სამჯერადი კვება
  • ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება
  • თვეში 260 ევრო პირადი ხარჯებისთვის
  • კვირაში 1,5 დღე დასვენება
მოვალეობები:
  • ბავშვების მოვლა - ასაკის მიხედვით: კვება, ბანაობა, გამოცვლა, თამაში, კითხვა, გასეირნება, სკოლაში/ბაღში წაყვანა, ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება და სხვა.
  • სახლის საქმეები - ყოველდღიური საქმეები, უმეტესად ბავშვებთან დაკავშირებული (ბავშვის ოთახის დალაგება, ბავშვის სარეცხის რეცხვა, მარტივი საკვების მომზადება).
  • სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში 30 საათით, მაქსიმუმ 6 საათი დღეში. 
 
მოთხოვნები:
  • ასაკი - 18-დან 27 წლამდე
  • გერმანული ენის A1 დონეზე ცოდნა. მიიღება მხოლოდ One World - ის ან სხვა საერთაშორისო სერტიფიკატები.*
  • ბავშვების სიყვარული და მათზე ზრუნვის გამოცდილება
  • აპლიკანტს არ უნდა ყავდეს შვილი
  •  მინიმუმ საშუალო განათლება
  • ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა
  • მზაობა განსხვავებული მენტალიტეტის ოჯახთან ერთად ცხოვრებისთვის
  • არ უნდა ქონდეს პრეფერენციები რეგიონებზე. (აპლიკანტი ვერ ირჩევს გერმანიის ქალაქს, სააგენტო წყვეტს რომელ ქალაქში უნდა განაწილდეს სტუდენტი)

*იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა არ იცის გერმანული, ჩავუტარებთ გერმანულის ინტენსიურ კურსს.
გერმანულის A1 და A2 დონეზე ცოდნის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა იცოდეს ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე.

საჭირო დოკუმენტები:

  • ონლაინ აპლიკაცია
  • სამოტივაციო წერილი
  • 6-12 ფოტო, სხვადასხვა გარემოში გადაღებული
  • ბავშვის მოვლის დამადასტურებელი 2 სარეკომენდაციო წერილი
  • ექიმის ცნობა (შაბლონი აპლიკაციაშია )
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მხოლოდ One World - ის ან სხვა საერთაშორისო სერტიფიკატები)
  • პასპორტი
  • მართვის მოწმობა (არ არის სავალდებულო)
  • კონტრაქტი (შერჩევის შემდეგ)
 
პროცესი: 
პროცესს ვუძღვებით ჩვენ, აპლიკანტი წარმოადგენს საბუთებს მოთხოვნისამებრ
რეკომენდირებულია პროცესის დაწყება გამგზავრების სასურველი პერიოდამდე 2-4 თვით ადრე.
 
1. პირველადი რეგისტრაცია - დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ქვევით ღილაკზე დაჭერით
2. პირველადი ინტერვიუ - თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და მზად ხართ, დავნიშავთ გასაუბრებას One World-ის წარმომადგენელთან.
3. აპლიკაციისთვის საჭირო საბუთების მომზადება და ონლაინ აპლიკაციის შევსება 
4. აპლიკაციის დადასტურება ჩვენი პარნტიორი სააგენტოს მიერ. 
5. ოჯახის მიერ აპლიკანტის შერჩევა
6. აპლიკანტის მიერ ოჯახის დადასტურება 
7. სკაიპით/ტელეფონით ინტერვიუ ოჯახთან
8. კონტრაქტის ხელმოწერა და ვიზისთვის საჭირო საბუთების მიღება
9. სავიზო პროცედურის დაწყება
 
პროგრამის ორგანიზატორი ჩვენი პარტნიორი კომპანია არის საერთაშორისო ორგანიზაციის IAPA - ს წევრი. ფლობს RAL ხარისხის სერტიფიკატს და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააგენტო გერმანიაში. მხოლოდ შარშან მათი დახმარებით 10,000 სტუდენტი გაემგზავრა გერმანიაში.
მასპინძელი ოჯახები არის შერჩეული ზედმიწევნით კარგად, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით.
ჩვენი პარტნიორები Au Pair-ებს გაუწევენ დახმარებას მათი გერმანიაში ყოფნის მთელ პერიოდში.
ყველა ჩვენს გაგზავნილ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მათ მიერ ორგანიზებულ Au Pair ების შეხვედრებში, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში. 
 
აპლიკაციის ღირებულება: 250 ევრო
მოიცავს აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სავიზო პროცედურაში დამხარებას. 
 
 
 
 

კონტაქტი

 

+995 32 2 14 68 42


თბილისი, პ. ქავთარაძის 14ბ, Dream Town Offices


support@oneworld.ge